დღის კალენდარი - 26 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი
მარიამობის მარხვა
ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა, (662); მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა (258); ტიხონისა, ზადონელი სასწაულმოქმედისა (1783); ღირსთა: დოროთესი, ამბა სერიდის სავანის მკვიდრისა ( 620) და მორჩილისა მისისა დოსითესი (VII).
დაიბადნენ:
1581 — ფრანც ჰალსი, ჰოლანდიელი ფერმწერი.
1743 — ანტუან ლავუაზიე, ფრანგი ქიმიკოსი.
1918 — ელენე გოკიელი, ცნობილი მძლეოსანი.
გარდაიცვალნენ:
1850 — ლუი ფილიპი, საფრანგეთის მეფე.
1982 — ანა გერმანი, პოლონელი მომღერალი.
1983 — მიკ კელინი, ამერიკელი მსახიობი.
მოვლენები:
1124 _ ქართველთა ლაშქარმა დავით აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკთაგან გაათავისუფლა ქალაქი ანისი და მისი მიმდგომი ციხეები.
1346 _ გაიმართა კრესის ბრძოლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ასწლიანი ომის ისტორიაში. ინგლისელთა ჯარმა დაამარცხა საფრანგეთის არმია.
1812 _ გაიმართა ბოროდინოს ბრძოლა. საფრანგეთის არმიამ ნაპოლეონის მეთაურობით დაამარცხა რუსთა ლაშქარი.
1833 — ინდონეზიაში ამოხეთქილმა ვულკანმა 200 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1918 _ მარტყოფის მონასტერში მოკლეს კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.
1948 — დაარსდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
1955 — ამერიკაში გადაიცა პირველი ფერადი ტელეგადაცემა.
1972 — მიუნხენში გაიხსნა XX ოლიმპიური თამაშები.
1974 — გვინეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ღირსსახსოვარი დღეები
აშშ — ქალთა თანასწორობის დღე.
ნამიბია — ეროვნული დღე.
ზანზიბარი — სულთნის დაბადების დღე.