ანონსი - 14 სექტემბერი
10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307
11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: "მამუკა მდინარაძის შინაპატიმრობა და პატრიარქის დაკრძლავის ბიუჯეტიდან გამქრალი თანხები- რა ხდება ივანიშვილის გუნდში ?!"
მის: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08
11:30 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში კითხვებს უპასუხებს.
მის: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული)
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის დარბაზი(C კორპუსი, V სართული)
13:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული)
13:15 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული)
15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებული პოლიტიკოსების - პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი შაიშმელაშვილის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
16:00 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ICPEN-ის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართება.