საზოგადოება
    2026-09-15 | 08:37

    დღის კალენდარი - 15 სექტემბერი

    დღის კალენდარი - 15 სექტემბერი

    წლის 258-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 107 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამისა მამაჲსი (275), მამისა მისისა თეოდოტესი და დედისა მისისა რუფინასი (III); ღირსისა იოანე მმარხველისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (595); მოწამეთა 3628-თა (3608-თა) ნიკომიდიელთა (III-IV).

    წმიდა მოწამე მამაჲსი დაიბადა პაფლაგონიაში კეთილშობილი და ღვთისმოშიში ქრისტიანების თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ისინი წარმართებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც აღესრულნენ კიდეც. დაობლებული მამაჲსი  ღვთის სიყვარულით გაიზარდა და სიცოცხლის ბოლომდე მსახურებდა ღმერთს.

    ღირსი იოანე მმარხველი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა, ცნობილია, როგორც შემდგენელი სინანულის ნომოკანონისა, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე რედაქციით მოაღწია. ეს კრებული წარმოადგენს სწავლა-დარიგებებს სულიერი მოძღვრებისა.

    3628 ნიკომიდიელი წმიდა მოწამე იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს ევნენ ქრისტიანობისთვის.

    დაიბადნენ:

    1890 _ აგატა კრისტი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1976 წელს.

    1908 _ ირაკლი ანდრონიკოვი, ქართული წარმოშობის რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1990 წელს.

    1915 _ გიორგი ტოვსტონოგოვი, რეჟისორი, გარდაიცვალა 1978 წელს.

    1929 _ რევაზ სალუქვაძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

    1930 - მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფოსი.

    1956 _ ეთერ ანჯაფარიძე, პიანისტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მუსიკალური კონსერვატორიის პროფესორი.

    გარდაიცვალნენ:

    1851 _ ჯეიმს ფენიმორ კუპერი, ამერიკელი მწერალი, ამერიკული რომანის ფუძემდებელი.

    1938 _ ტომას ვულფი, ამერიკელი მწერალი.

    მოვლენები:

     1615 – ალავერდში დავით ჯანდიერის მეთაურობით დაიწყო კახეთის აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ.

    1776 – ბრიტანეთის ჯარებმა ნიუ-იორკის ოკუპაცია მოახდინეს.

    1857 – ტიმოთი ალდერბმა საბეჭდი მანქანა დააპატენტა.

    1883 – გაიხსნა ტეხასის უნივერსიტეტი.

    1928 – ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა ანტიბიოტიკ პენიცილინის შემადგენლობა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    კოსტა-რიკა _ დამოუკიდებლობის დღე.

    იაპონია _ უფროსებისადმი პატივისცემის დღე.

    მექსიკა – დამოუკიდებლობის დღე.