დღის კალენდარი -18 სექტემბერი
წლის 261-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 104 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა – წმიდისა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (ვევეასი) (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (ირაიდასი) (308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა მოწესეთა, ნიკომიდიას წამებულთა (370); მოწამისა აბდისი (აბიდისი) სპარსეთში (V); წმიდისა მოწამისა პეტრე ათირელისა; ზაქარია წინასწარმეტყველისა, რომელი იყო იერუსალიმით, ძე იოდაე მღვდელისა, რომელსა ეწოდებოდა ბარაქია, რომელი მოკლა იოაზ მეფემან იუდაისმან.
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი იყვნენ მშობლები უფლის წმიდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემელის იოანესი. წარმოშობით პირველმღვდელმთავრის აარონის გვარიდან იყვნენ. მათ შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს ტაძარში ზაქარიას ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ ეყოლებოდათ ძე, მაგრამ ზაქარიას ანგელოზის სიტყვებში ეჭვი შეეპარა, ამიტომ დაისაჯა, იოანეს დაბადებამდე მეტყველების უნარი დაკარგა.
მოწამენი თიფაილი და დაი მისი, თიბეა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის ქადაგებისთვის ევნენ.
მოწამეები იუვენტინე და მაქსიმე მხედრები იმპერატორ იულიანე განდგომილის მეფობის ჟამს ევნენ.
მოწამეები ურვანოსი, თეოდორე და მედიმნე და მათთან ერთად 77 მღვდელმსახური ნიკომიდიაში ევნენ ქრისტესთვის არიოსის მწვალებლობის მიმდევარი იმპერატორის ვალენტის დროს.
მოწამე აბდი სპარსეთში ევნო იეზდიგერდ მეფის დროს. მან უარი განუცხადა მაზდეანებს, განდგომოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ცეცხლისთვის ეცა თაყვანი. ამისთვის ის სასტიკად აწამეს.
დაიბადნენ:
1946 – თედო ჯაფარიძე, დიპლომატი, კოალიცია `ქართული ოცნების~ წევრი, პარლამენტარი.
1891 – ოტო შმიდტი, რუსეთელი გეოფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, მოგზაური. გარდაიცვალა 1956 წელს.
გარდაიცვალნენ:
96 – ტიტუს ფლავიუს დომიციანუსი, რომის იმპერატორი.
1911 – პიოტრ სტოლიპინი, გამოჩენილი რუსი პოლიტიკური მოღვაწე, აგრარული რეფორმის ავტორი.
2017 - ზურაბ სოტკილავა, ქართველი ტენორი.
მოვლენები:
1769 – ამერიკელმა ჯონ ჰარისმა დაამზადა პირველი ფორტეპიანო.
1810 – ჩილემ დამოუკიდებლობა მიიღო.
1850 – აშშ-ს კონგრესმა საემიგრაციო კანონი დაამტკიცა.
1919 – საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო არგენტინამ.
1961 – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ღირსსახსოვარი დღე:
აშშ _ კონსტიტუციის კვირეული.
ნიდერლანდები _ დედოფლის გამოსვლის დღე.
ჩილე — დამოუკიდებლობის დღე.