საზოგადოება
    2026-09-18 | 09:31

    ანონსი - 18 სექტემბერი

    ანონსი - 18 სექტემბერი

    11:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

    მის: ინგოროყვას ქ.7

    საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

    12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე ბრიფინგს გამართავენ.

    თემა: „ირაკლი კობახიძის კაბინეტის კორუმპირებული მინისტრი“.

    მის: ინგოროყვას ქ.7

    საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

    14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

    პირველი რესპუბლიკის დარბაზი

    (C კორპუსი, III სართული)

    15:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

    კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

    (C კორპუსი, II სართული)

    16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.