რეგიონები
    2026-09-22 | 13:57

    კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება

    კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება

    ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ.

    ველისციხეში მევენახეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია.

    აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული.

    პროტესტი თავდაპირველად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელში გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.