კომენტარი
    2026-09-24 | 18:21

    კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა 

    კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა 

    კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

    "შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში უნდა იქნეს გადაწყვეტილება.

    თუ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება არ დაემატა, გავლილი არის ეს თემა. ჩვენ პროფესიონალი იურისტები ვართ და კარგად ვიცით, უფრო მეტიც, ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად რა დევს. აქედან გამომდინარე, პროკურატურასაც შევუწყობთ ხელს.

    საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ.

    ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!

    მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომხდარიყო შეხვედრა“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.