პოლიტიკა
    2026-09-28 | 12:11

    მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა, ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას - ირაკლი ფავლენიშვილი

    მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა, ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

    „მიხეილ სააკაშვილი დღეს გააკეთებს საპროგრამო განცხადებას, მას ექნება პროგრამული გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა. ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილებები და როგორ ხედავს ის პოლიტიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის მთავარი ოპონენტი და მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის. ის ნამდვილად აპირებს, რომ ქართული პოლიტიკა არ დაუტოვოს ოლიგარქს საჯიჯგნად. ამიტომ მას აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჭაობიდან.

    რაც შეეხება 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ აქციას, ის გაიმართება 17:00 საათზე რიყის დოქებთან. მოვუწოდებთ ყველას, არამხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებს, მოსვლისკენ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

     

    მსგავსი სტატიები