პოლიტიკა
    2026-09-30 | 16:18

    პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება

    პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000 -ლარიანი ზღვარი უქმდება

    პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.

    საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის სახით დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტს და არაუმეტეს 1 პროცენტს გადაიხდიან.

    კანონპროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

    „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

    მსგავსი სტატიები