საზოგადოება
2026-10-01 | 17:24
საქართველოში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
მსგავსი სტატიები
2026-10-01 | 17:53
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან2026-10-01 | 16:12
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა2026-10-01 | 14:22
თბილისის მერია „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებათა პროგრამას აქვეყნებს2026-10-01 | 10:16
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია