პოლიტიკა
    2026-10-02 | 10:50

    ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

    ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

    „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე, კობახიძე შეხვდა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

    ამასთან, აშშ-ში ვიზიტის შემდგომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“.