რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე - ანა წითლიძე
რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე - თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება.
„რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე.
რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას - არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.
„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“.
გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!“, - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.