პოლიტიკა
    2026-10-15 | 14:56

    ძალიან სიამოვნებით მოვუსმენდი და ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - ზვიად შალამბერიძე

    ძალიან სიამოვნებით მოვუსმენდი და ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - ზვიად შალამბერიძე

    „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად შალამბერიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დაწყებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაინტერესებული იქნებოდა, მოესმინა, როგორ დაიცავდნენ ოპოზიციური პარტიები საკუთარ პოზიციებს სასამართლო პროცესზე.

    „მე, მაგალითად, ძალიან სიამოვნებით მოვუსმენდი და ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ კონკრეტული ფაქტებისგან, რომელიც ჩვენ ამ სარჩელში გვაქვს მოყვანილი. თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მათ წლების განმავლობაში აქვთ ქართული საზოგადოების და კონკრეტულად, მათი ამომრჩევლის წინაშე ნაკისრი. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და თვითონ ეს პროცესი იყოს მთლიანად გამართული“, – განაცხადა შალამბერიძემ.

    ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლო პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული.