პოლიტიკა
    2026-10-19 | 12:40

    საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს - სალომე ზურაბიშვილი 

    საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს - სალომე ზურაბიშვილი 

    "საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს"- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს. 

    “საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: Facebook-პოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში სვამს. ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის მისჯა ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯია — საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად. "- წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი. 

    ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

    მსგავსი სტატიები