საზოგადოება
    2026-11-04 | 15:25

    5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

    5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

    5 ნოემბერს  საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).