კომენტარი
    2026-11-04 | 15:38

    მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება - შალვა პაპუაშვილი

    მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირთა უმრავლესობამ დანაშაული აღიარა, ხოლო სასამართლოს შესაბამისი განაჩენები უკვე გამოტანილი აქვს.

    ამის შესახებ პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

    მისი თქმით, 2024-2025 წლებში გამართული აქციების დროს ძალადობის ფაქტები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, უკვე აღიარებული და სასამართლოს მიერ შეფასებულია.

    „4 ოქტომბრის და სხვა ძალადობის მონაწილეების უდიდესმა ნაწილმა აღიარა დანაშაული, ამას ვეღარც ევროკომისიის შეფასება უშველის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს რამე ბრიფინგი. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, და ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მხრიდან შეფასებულია, განაჩენები უკვე დამდგარია. მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შესაძლებლობა აქვთ დაფიქრდნენ, უღირდათ მათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ საბოლოო ჯამში მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულება და ისინი, რომლებიც „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდებდნენ, წაიყვანეს ბარიკადებზე, ღობე გადაანგრევინეს და თბილისის ცენტრში ლამის სისხლის ღვრა მოაწყვეს, დღეს ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია... ასე მშვიდად გამოვიდნენ და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო, განაცხადეს.

    თქვენ რა გგონიათ, დიდი რევოლუციონერები სჭირდება ქვეყნის არევას? ასეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ, პაატა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდი, ან მერე იტყვიან, აღარ მინდა პოლიტიკა, შემთხვევით აღმოვჩნდი, მოვინანიე და გავედიო და ა.შ. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და მათ შორის, ეს საქართველოშიც არაერთხელ განგვიცდია. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ეს მათი ქვეყანაა, მიხედონ, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნის იმედად, რომლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის და მიატოვეს ციხეში. დღეს, ახლა, ევროკავშირის ელჩი ბრიფინგზე გამოვა და იტყვის, თვითნებურად დაკავებულებიო, ეს არის მთელი მათი ნუგეში, რომ ვიღაცამ რაღაც ასეთი თქვას, მაგრამ სინამდვილეში, ამისთვის სჭირდებათ მათ შორის, ციხეში, ანგარიშებში ჩაწერონ და საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენონ. ამიტომ არ გმობს დღეს ბრიუსელი ამ ძალადობას, რომ ანგარიშში წერონ, ისინი თვითნებურად არიან დაკავებულიო და ისინი გამოიყენონ საქართველოზე თავდასასხმელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.