პოლიტიკა
    2026-11-05 | 10:49

    „ოპოზიციური ალიანსი“ ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გაგვრიცხეს - ანა წითლიძე

    „ოპოზიციური ალიანსი“ ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გაგვრიცხეს - ანა წითლიძე

    "ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ენმ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს -  განცხადება პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან გააკეთა.

    “პირველ რიგში ვიტყვი, რომ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე ამ შემთხვევაში ვინც გაავრცელეს. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ რომ გავირიცხეთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა, რომ ლოგოზე არ ვიყავით. 

    მოცემულობა არის ის, რომ რაც მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები იყო, ჩვენ ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ რომ დაგვეტოვებია, პოლიტსაბჭოს უდნა მიეღო ეს გადაწყვეტილება და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა, უბრალდო ჩვენ გუშინ დილით, როცა კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, გავიგეთ, რომ ლოგოზე "ნაციონალური მოძრაობის" ლოგო არ იყო, მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ რა და შემდეგ თქვეს, რომ გაგვრიცხეს ალიანსიდან. ამის შემდეგ ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არც ვიყავით ალიანსში, შესაბამისად არ დაგვიტოვებია. გუშინ გავიგეთ, რომ აღარ ვართ ალიანსში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

    მე როცა ეს გავიგე გამიჩნდა კითხვა, როცა უმძიმესი საკონსტიტუციო სხდომები გვაქვს წინ, როცა იქ ყველა ერთმანეთს ვიცავთ ოპოზიციური პარტიები და იმხელა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით, ახლა რა დროს ჩვენი გარიცხვა იყო", - ამბობს ანა წითლიძე. 

    მსგავსი სტატიები