დღის კალენდარი - 10 ნოემბერი
წლის 314-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 51 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელ ეპისკოპოსისა (VII); მოწამე პარასკევასი (III); მოწამე ტერენტისა ნეონილასი და შვიდთა მათთა: სარვილესი, ფოტისა, თეოდულესი, იერაქსისა, ნიტესი, ვილასი და ევნიკიასი; ღირსი სტეფანე საბაიტელისა, კანონთგამოთქმელისა (XI); წმიდა არსენისა სერბიელ მთავარეპისკოპოსისა (1266); მოწამეთა: აფრიკანისა, ტერენტისა, მაქსიმესი, პომპისა და სხვათა 36-თა (III); მღვდელმოწამეთა კვირიაკესი — იერუსალიმის პატრ. (353); ღირსი იოანე ქოზიბელისა — კესარიელ ეპისკოპოსისა (VI).
წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი, ყოფილი სპარსელი მხედართმთავარი, სახელად ომარი, საქართველოს წინააღმდეგ სულთან აჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა. შიომღვიმის მონასტერში, სადაც იგი სავანის ასაკლებად მოვიდა, ანგელოზთა კრებული იხილა, რომელთა შორის წმიდა შიოც იყო. იგი მოიხიბლა სავანის მშვენიერებით და არაფერი უვნია მკვიდრთათვის. შინ დაბრუნებულმა ბერად გახდომა მოიწადინა. მალე ის დაბრუნდა შიომღვიმის მონასტერში, წმიდა ნათელი მიიღო და ბერად აღიკვეცა ნეოფიტეს სახელით. ამის შემდეგ წმიდა ნეოფიტე ქრისტეს ემსახურებოდა. წარმართებმა მისი დაღუპვა განიზრახეს, ისინი საეპისკოპოსო სამყოფელში შეიჭრნენ, შეიპყრეს წმიდანი და ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა 587 წელს.
მოწამე პარასკევა III საუკუნეში ცხოვრობდა იკონიაში. მისი მშობლები ღვთისმოშიში და მდიდარი ქრისტიანები იყვნენ. ყრმა პარასკევამ მთელი არსებით შეიყვარა ქალწულებრივი ცხოვრების წმიდა და მაღალი ზნეობა, რის გამოც უქორწინების აღთქმა დადო. ქრისტიანობისათვის მას მრავალი სატანჯველი შეამთხვიეს, მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა წმიდა მოწამე და სასწაულებრივად განუკურნა ნაგვემი სხეული, ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს.
მღვდელმთავარმა არსენმა, მთავარეპისკოპოსმა სერბიისა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჟიჩის მონასტერში გაატარა მონაზვნად. 1233 წელს მკაცრი მოსაგრე ცხოვრებისათვის იგი სერბიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა არსენი 30 წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს და შემდეგ მშვიდობით ჩაბარდა უფალს. მისი წმიდა ნაწილები პეჩის სავანეშია დასვენებული.
ღირსი სტეფანე საბაიტელი პალესტინაში წმიდა საბას ლავრაში მოსაგრეობდა.
წმიდა მოწამენი: ტერენტი, მეუღლე მისი ნეონილა და ძენი მათნი: საკრვილე, ფოქტი, თეოდულა, იერაქსე, ნიტე, ვილე და ევნიკია დეკიუს იმპერატორის დროს აღესრულნენ მოწამებრივად ქრისტიანთა მდევნელთაგან.
მღვდელმოწამე კვირიაკე, პატრიარქი იერუსალიმისა, სწორედ ის იუდეველი იყო, ვინც ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის ადგილსამყოფელი უჩვენა წმიდა დედოფალ ელენეს. ქრისტიანთა მდევნელის, იულიანე განდგომილის დროს, წმიდა მღვდელმთავარმა კვირიაკემ მოწამებრივი აღსასრული მიიღო რწმენისთვის — იგი ხანგრძლივი ტანჯვა-წამების შემდეგ მოაკვდინეს მტარვალებმა.
დაიბადნენ:
1483 — მარტინ ლუთერი, გერმანიაში რეფორმაციის მეთაური. გარდაიცვალა 1546 წელს.
1697 — უილიამ ჰოგარტი, ინგლისელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1764 წელს.
1759 — ფრიდრიხ შილერი, გერმანელი პოეტი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1805 წელს.
1801 — ვლადიმირ დალი, რუსი ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი და მწერალი. გარდაიცვალა 1872 წელს.
1827 _ გიორგი ქართველიშვილი, ქველმოქმედი. გარდაიცვალა1901 წელს.
1854 — არტურ რემბო, ფრანგი პოეტი. გარდაიცვალა 1891 წელს.
1855 კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1917 1918). გარდაიცვალა 1918 წელს.
1890 _ გიორგი ჩიტაია, ეთნოლოგი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1986 წელს.
1959 — ავთანდილ ვარსიმაშვილი, რეჟისორი, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1966 — გიორგი ახვლედიანი (აკა მორჩილაძე), მწერალი.
გარდაიცვალნენ:
1891 — არტურ რემბო, ფრანგი პოეტი.
1938 — მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი.
1982 — ლეონიდ ბრეჟნევი, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი.
2022 - ლია მიქაძე, საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი
მოვლენები:
1864 წელი — ავსტრიის ჰერცოგი მაქსიმილიანი მექსიკის იმპერიის მეთაურად აირჩიეს.
1885 წელი — გამოიგონეს მოტოციკლი.
1939 წელი — კანადამ გერმანიას ომი გამოუცხადა.
1952 წელი — გაეროს გენერალურმა მდივანმა ტრიუგვე ლიმ თანამდებობა დატოვა.
1961 წელი — სტალინგრადს ეწოდა ვოლგოგრადი.
1975 წელი — ანგოლა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
რუსეთი _ მილიციის დღე.
ინდონეზია _ გმირის დღე.