საზოგადოება
    2026-11-30 | 00:18

    ანონსი - 30 ნოემბერი

    ანონსი - 30 ნოემბერი

    10:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კვირეული გაიხსნება.

    ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის განათლების სისტემაში დანერგვის გამოწვევები".

    მის: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსი, მე-8 სართული, სააქტო დარბაზი.

    11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი კითხვა-პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.

    საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    30 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

    დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი