უახლესი ამბები
- 17.12.2024 11:36საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
- 17.12.2024 09:52სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 17.12.2024 09:00გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
არქივი
მსოფლიო
1 მაისიდან იაპონიის ახალი ეპოქის სახელწოდება „რეივა` იქნება
2019 წლის 30 აპრილს იაპონიაში ძალაში შევა სპეციალური ღონისძიებების კანონი, რომელიც შეეხება საიმპერატორო სახლის კანონს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს იმპერატორის უფლებამოსილების შეწყვეტას და სხვა საკითხებს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოში იაპონიის საელჩოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ კანონის თანახმად, იმპერატორი თანამდებობიდან გადადგება 30 აპრილს და მისი მემკვიდრე საიმპერატორო ტახტს დაიკავებს 2019 წლის 1 მაისს.
„2019 წლის 1 აპრილს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მისი უდიდებულესობის იმპერატორი ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის შემდეგ, 2019 წლის 1 მაისიდან იაპონიის ახალი ეპოქის სახელწოდება იქნება "რეივა".
"რეივა (令和)” შედგება ორი იეროგლიფისგან (კანჯი), რომელთა მნიშვნელობაა "მშვენიერი (令 რეი)” და "ჰარმონია (和ვა)”, რაც ნიშნავს, რომ „კულტურა აყვავდება ადამიანების გულების ჰარმონიული შერწყმით“.
ტერმინი „რეივა“ აღებულია 1200 წლის წინ დაწერილი უძველესი იაპონური პოეზიის ანთოლოგიიდან „მანიოშიუ“, - ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.