უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 დეკემბერი, 2016 16:30
font-size

10 ნაკლებად მოტივირებულ თანამშრომელს, სჯობს 7 მეტად მოტივირებული, უფრო ყოჩაღი - ზაზა ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, თითოეული მინისტრის გადასაწყვეტია ხარჯების ოპტიმიზაციისთვის რა მეთოდს აირჩევს, კადრებს შეამცირებს, თუ სახელფასო ფონდს.

ამასთან, როგორც ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხარჯების ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია.

„სამინისტროს ხელმძღვანელებს, მენეჯერებს აქვთ თავისუფლება თვითონ შეაფასონ თავისი თანამშრომლების მუშაობა. მოგეხსენებათ, ორი მიმართულებით არის დაწყებული ოპტიმიზაცია, ერთი – თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით, მეორე -სახელფასო ფონდის შემცირებით. ეს არის თითოეული ხელმძღვანელის გადასაწყვეტი თუ როგორ გზას აირჩევს. ჩემი გადმოსახედიდან მგონია, რომ 10 ნაკლებად მოტივირებულ თანამშრომელს, სჯობს 7 მეტად მოტივირებული, უფრო ყოჩაღი, ადეკვატური და კვალიფიციური კადრი, ეს არის ჩემი მოსაზრება“,-აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, ასეთი მიდგომა მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება, ასე ბევრ ქვეყანაში ხდება სადაც მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სწრაფი ზრდა სურთ.

„ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე დაფუძნებული ქვეყნის მთავარი ამომავალი წერტილი და მთავარი მიმართულება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს დასაქმებული კერძო სექტორში და ნაკლები ბიუროკრატიაში. ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს არის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას სურს კმაყოფილი და ბედნიერი პენსიონერი ჰყავდეს, მათი შრომა იყოს დაფასებული, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის გაწიეს, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რისი საშუალებაც აქვს ქვეყანას. ასეთი რეფორმები არის მძიმე, არავის ახარებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანის ყურება, მაგრამ ის ჩვენი პირობა, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით სწორედ ამას უკავშირდება, რომ იქნებიან დასაქმებული ადამიანები.დიდი იმედი მაქვს, რომ ვისაც შესაბამისი კვალიფიციკაცია გააჩნია დასაქმდებიან. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა იფიქროს ხალხზეო, პირდაპირი წესით ასე თანხების მატებას სჯობს, სამუშაო ადგილების შექმნა, ოჯახებს რომელთაც უჭირთ დასაქმდებიან და საკუთარი შრომით მიიღებენ შემოსავალს. ჩვენი მიდგომაა – მეტი სამუშაო ადგილები, მეტი თავისუფალი სივრცე ბიზნესს სექტორისთვის, რათა დაასაქმონ ადამიანები და ამით გაიუმჯობესონ მდგომარეობა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი