უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
კომენტარი
200 ათასზე მეტი დევნილი გვყავს, შესაბამისად, ახალ ვალდებულებებს ვერ ავიღებთ - სოზარ სუბარი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში დევნილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს საკუთარი დევნილებიც ჰყავს და ამ მიმართულებით ახალ ვალდებულებებს ვერ აიღებს.
"ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ძალიან კარგად ვასრულებთ, ამ მიმართულებით ახალი გაფართოება ვერ მოხდება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენ 200 ათასზე მეტი დევნილი გვყავს, რომელთან ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა. შესაბამისად, ახალ ვალდებულებებს ვერ ავიღებთ",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ,რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განახცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. მისი აზრით, ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.
მონიკა დავლიანიძე