უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


2008 წელს სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, საქართველომ არა, სააკაშვილმა - ბიძინა ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, 2008 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა“. ასე უპასუხა მან შეკითხვას, რომელიც კრემლის მიერ სალომე ზურაბიშვილის ციტატების ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლო გამოყენებას ეხებოდა.
ექს-პრემიერმა პირდაპირი პასუხს თავი აარიდა, თუმცა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით იზიარებს.
„სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, საქართველომ არა, სააკაშვილმა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი, მას შეეძლო, ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. ჩემს ინტერპრეტაციასა და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაციას აბსოლუტურ თანხვედრაშია, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას - თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, ყველაზე რბილია, თუგინდ ღალატობრივი ქმედებაც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს. სწორედ რომ სააკაშვილი, თქვენი მეუღლეც, თუ გნებავთ [ ივანიშვილმა მიმართა რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ], შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში და მისცა საშუალება თავისი გაუაზრებელი ქმედებით, თავისი ღალატობრივი ქმედებით, თუ გნებავთ, და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული“, - აღნიშნა ექს-პრემიერმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34