უახლესი ამბები
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
არქივი
სამართალი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
მისივე გადაწყვეტილებით საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე, გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მიქაუტაძის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ამასთან, ადვოკატი დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვდა, მათ შორის, შინაპატიმრობის გამოყენებას.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
30 სექტემბერი, 2025 , 14:44

არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 14:17
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
30 სექტემბერი, 2025 , 11:15

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
29 სექტემბერი, 2025 , 19:45
პროკურატურამ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
29 სექტემბერი, 2025 , 17:36
სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი
29 სექტემბერი, 2025 , 15:09