უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 აგვისტო, 2016 23:22
font-size

2009-2012 წლებში თბილისში, 29 ათასი ხეა მოჭრილი - ჯაბა სამუშია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილში ამხელს

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ საკრებულოში დედაქალაქის მერის მისვლა ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული პროცესები ნორმალური მიმართულებით მიდის.

-მე მინდა გითხრათ, ის ფაქტი რომ ქალაქის მერი მოვიდა დღეს საკრებულოში, და ეს როგორც მოგეხსენებათ, იყო დეპუტატების ნაწილის მოთხოვნა, არის ფაქტი რომ თვითმმართველობის დონეზე დემოკრატიული პროცესები ნორმალური მიმართულებით მიდის.

საქმე ის არის რომ, მე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავართ და მინდა გითხრათ, რომ 2013 წელს 24 დეპუტატის ხელმოწერით გავაგზავნეთ მაშინ ქალაქის მერთან მსგავსივე მოთხოვნა მაგრამ, მაშინ მერმა არ დაგვდო პატივი და არ მოვიდა საკრებულოში.

დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა რეალობა და პოლიტიკურ ჭრილში, მე არ ვსაუბრობ საკითხის სიმწვავეზე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის, რაც უნდა იყოს თვითმმართველობაში და მომავალში აუცილებლად უნდა გაიზარდოს, ქალაქის მერი გრძნობდეს რომ საკრებულოს წინაშე არის პასუხისმგებელი და ბუნებრივია საკრებულოც მისი თითოეული წევრიც ქალაქის ამ პრობლემებზე საუბრობდეს. ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის თვითონ ეს საკთხი რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, მე კოლეგებს მინდა მივმართო, ყველა ამ საკითხს აქვს საფუძველი, იგივე მინდა აღვნიშნო ყაზბეგის 22 თან დაკავშირებით. 2007 წელს იქნა აღნიშნული ტერიოტორია გასხვისებული, არანაკლებ მწვავე პრობლემაა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, ყოფილი ფსიქიატრიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. ისიც ნაციონალური მოძრაობის დროს იქნა გაცემული, როგორც გაყიდული ასევე ნებართვები გაცემული. რაც შეეხება ყაზბეგის ქუჩის ფაქტთან მიმართებში სწორედ 2012 წელს გაიცა მანდ კოეფიციენტით რვა მთელი რვა მეათედით, რაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტია, შენობის აგების ნებართვა. ეს არის თბილისში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, როგორ გგონიათ ეს კოეფიციენტი ისე გაიცემოდა რომ იქ ნარგავებს არავინ შეეხებოდა? ეს არის ისეთივე ტყუილი როგორსაც ნაციონალური მოძრაობა არაერთგზის ამბობს. მე მინდა ირაკლი აბესაძეს შევახსენო, მის მმართველობის პერიოდში 2009-2012 წლებში თბილისში 29 ათასი ნარგავია მოჭრილი, 29 ათასი ხე არის მოჭრილი. როდესაც, საუბრობენ აღნიშნულ სტატისტიკაზე არაერთი ასეთი ფაქტი მინდა შევახსენო და თბილისელებს ვუთხრა რომ გაიხსენონ ის მწვავე პატარა კუნძული, რომელიც არსებობდა სპორტის სასახლის უკან და დღეს იქ რა ხდება ყველამ კარგად იცის.

-გრჩებათ თუარა დღეანდელი გამოსვლის შემდეგ კითხვები და ხომ არ ფიქრობთ ძიების დასრულებამდე მაინც უნდა დამდგარიყო ქალაქის შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი?

-ამაზეც იყო საუბარი და მე მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერმა გააკეთა განმარტებ, მინდა აღვნიშნო ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, იქ რომ გარკვეული პრობლემა არ ყოფილიყო ქალაქის მერია თვითონ არ გადააგზავნიდა საკითხს განსახილველად პროკურატურაში. ეს იყო თვითონ ქალაქის მერიის ინიციატივა , რომ ეს საკითხი შესწავლილიყო პროკურატურის მიერ. როგორც კი ამ დასკვნას ჩვენ მივიღებთ ბუნებრივია იმ მომენტიდან დაიწყება პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა, თუ იქ გამოჩნდება რომ არის საქალაქო სამსახური დამნაშავე აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ქალბატონი ნინოც გადადგება...

-მაგრამ ქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ნებარვის გაცემის შემდეგ რატომ არ მოხდა ვიზუალური შემოწმება ?

-აღნიშნული საკითხი დაწყებული ნებართვის გაცემიდან, დასკვნის დადებიდან დამთავრებული ხის მოჭრამდე ეს არის გადაგზავნილი პროკურატურაში და შესაბამის დასკვნას დაველოდოთ. ყველა ეს პროცესი იქნება შესწავლილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალაქის მერიამ გადააგზავნა ეს საკითხი შესასწავლად პროკურატურაში , იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები იქნა დანახული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე მინდა აქვე გამოვეხმაუროი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე ...

-დღეს რესპუბლიკელებმა განაცხადეს რიმ თუ მმართველი პარტიის წევრებიდან იქნება შესაბამისი თანხმობა ისინიც მოაწერენ ხელს სხვა შემთხვევაში არა. უნდა ჰქონდეს თუ არა თბილისის მერს საკრებულოს მმართველი გუნდისგან მხარდაჭერის იმედი? თქვენ შეუერთდებით უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციატივას?

-ნაციონალური მოძრაობიდან აღნიშნული წინადადების წამოყენება, იმის გამო რაც 2 დღის წინ მოხდა მერმა მიმართა ერთ-ერთ აქტივისტს , რის გამოც მან ბუნებრივია ბოდიში მოიხადა , ამის გამო მისი პასუხისმგებლობის დაყენება ცოტა სასაცილოდ მეჩვენება, იმ გუნდის მიმართ, რომლის ქალაქის მერი წლების წინ ისეთებს აკეთებდა ქალაქში. მე არ ვიცი ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას , ვინ აიღო პასუხისმგებლობა, მინდა ნაციონალურ მოძრაობას მივმართო იმ 35 ათას ლარზე რომელიც ერთ თვეში გახარჯა ქალაქის მერმა. ვინ აიღო პასუხისმგებლობა სტრიპტიზ ბარ „დივაში“ გადახდილ ქალაქის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულზე, ვინ აიღო პასუხისმგებლობა ლასვეგასში რომ წავიდნენ ვითომდა დასუფთავების მანქანების ჩამოსაყვანად. თუნდაც იმ გაყიდულ სკვერებთან დაკავშირებით. ეს სია კიდევ შეიძლება გაიზარდოს.. ჩემი კოლეგა ალეკო ელისაშვილი საუბრობდა რამდენიმე ჩამოთვალა რაც საზოგადოების ჩართულობით გადარჩა. კი ბატონო მაგრამ როგორ გადარჩა ? მოხდა მესაკუთრესთან ქონების გაცვლა , იცით რამდენი ქონება იქნა გაყიდული ნაციონალური მოძრაობის დროს? და დღეს ჩვენ იძულებულები ვართ, რომ დღეს ეს ქონებები გავუცვალოთ მესაკუთრეს რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სკვერი, მოედანი შევინარჩუნოთ, ეს ყველაფერი ხომ მემკვიდრეობით დაგვხვდა ჩვენ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც 2007 წელს ყიდდი შენობებს, როდესაც სამშენებლო ნებართვებს გასცემ დღეს თითი ჩვენკენ არ უნდა გამოიშვირო და დღეს ამ შემთხვევაში ერთი ხის მოჭრა თუ ხუთი ხის მოჭრაზე საქმე პროკურატურაშია. მე როგორც ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელმა მინდა გითხრათ, არცერთი მსგავსი კითხვის ქვეშ დაყენებული ქონება ჩვენ პერიოდში არ გაყიდულა და ვერავინ ვერ გამოიშვერს თითს და ვერავინ იტყვის იმას, რომ ჩვენ პერიოდში თუნდაც ასეთი ქონებები გასხვისებულიყოს, ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ პერიოდს შორის, რაც წლების წინ იყო თბილისში.

NS

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი