უკან

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2017 15:50
font-size

2012-2017 წლებში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - „საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველომ“ მორიგი კვლევა წარადგინა, რომელიც ეხება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ-ის). ანგარიშის თანახმად, 2012-2017 წლების პერიოდში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი საგრძნობლად გაზრდილია.

კვლევა ეფუძნება საჯარო ინფორმაციას 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შესახებ, რომელიც „გამჭვირვალობამ“ გამოითხოვა. ორგანიზაციის ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემები მიახლოებითია არასრულყოფილად ან არმოწოდებული ინფორმაციის გამო. კვლევაში აღნიშნულია, რომ მაგალითად, შსს-ისა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების შესახებ მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვირვებით, უცხოეთის პრაქტიკიდან განსხვავებით საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ჩამოყალიბებული მკაფიო კრიტერიუმი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფუძნებისთვის. ასევე სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემას.

შეიმჩნევა თანამშრომლების ზრდის ტენდენცია. მიღებული მონაცემებით, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, ხოლო 2017 წელს უკვე 74 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ში 12 632-მდე საშტატო თანამშრომელია.

რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, თუ 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7193 შეადგინა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა ზრდის ტენდენცია ვრცელდება 2012 წლამდე დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში.

2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მლნ ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მლნ ლარს აჭარბებს.

2012 წელს 39 სსიპ/ა(ა)იპ-ში 29,5 მლნ ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 62 სსიპ/ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ სსიპ/ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობისა და საქმიანობის სფეროების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას ერთიანი სახით ინფორმაცია არ აქვთ. ორგანიზაციამ ასევე ვერ მიიღო გამოთხოვილი საჯარო ინფრომაცია ფინანსთა სამინსიტროსგან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებულ გამარტივებულ საჯარო კონკურსს. ორგანიზაციის თქმით, კარგი ტენდენციაა, რომ სსიპ-ში საქმიანობა პირდაპირ მიიჩნევა საჯარო სამსახურში მუშაობად და მსგავს უწყებებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონები.

კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფოს მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებში გავრცელდეს საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი პრინციპები კორუფციის, ნეპოტიზმისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის მიზნით. ორგანიზაცია ასევე ურჩევს, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დაიხვეწოს შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები.

რჩევებში შედის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფუძნების მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა, ასევე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაუმართლებლად მაღალი წილის პრობლემის გადაჭრა.

კვლევის თანახმად, პარლამენტმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიერ საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტური კონტროლი. ხოლო შესაბამისი უწყებები უნდა აქვეყნებდნენ სრულ ინფორმაციას მათ სექტრორში შემავალ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებზე, მათ შორის, მათი რაოდენობის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურული ქვემდებარეობისა და სხვა საკითხების შესახებ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი