უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2016 12:15
font-size

2013 წელს იანვარ-ოქტომბერში შსს-ს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი - IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც IDFI-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციას შსს-მ მიაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მიუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ.

IDFI-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

,,მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა

ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი’’, - აცხადებენ IDFI-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი.

ამასთან, IDFI-ს ცნობითვე, ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებს, 2013 წელს (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.

IDFI-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციითვე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174 894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს’’, - აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციაშია.

როგორც IDFI-ს განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციამ 2014 წლის ივნისში მოთხოვნილი მონაცემების მიღება მხოლოდ 2016 წლის მიწურულს შეძლო.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები.

,,რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი.

ასევე, მაშინდელ მინისტრის მოადგილეს ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავალში მითითებული აქვს 84 112 ლარი, მაშინ როდესაც მხოლოდ პრემიის სახით 2013 წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში მიღებული აქვს 74 000 ლარი. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას.

გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დეკლარირებულიაღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით მას მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი.

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდის ზედაპირული გადამოწმებით აღმოჩენილი შემთხვევები შსს-ის თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის მიღებული შემოსავლების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დეტალური გადამოწმებით, შევძლებთ სავარაუდოთ მეტი შეუსაბამობის აღმოჩენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული უწყების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციებში 2013 წელს მიღებული შემოსავლების მითითებისას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა: ”ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება’’, - აცხადებენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.’’

ნინო ექვთიმიშვილი

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

18 დეკემბერი, 2024 , 18:23

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდ

გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები - რობინ ვაგენერი

18 დეკემბერი, 2024 , 18:03

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განც

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, მივმართავ საჯარო სექტორის მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს - გიორგი გახარია

18 დეკემბერი, 2024 , 16:20

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხ

დისკუსია არის ერთადერთი გზა, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია, დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

18 დეკემბერი, 2024 , 13:18

ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე

გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება - სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 12:51

,,მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპა

ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით - ევროპარლამენტის პრეზიდენტი

18 დეკემბერი, 2024 , 12:19

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. „თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგ