უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2025 09:22
font-size

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ საჯაროდაც აღიარა, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

“ერთი რამ გააცნობიერეს, რაც ძალიან კარგია, - უკვე აღარც ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, უფრო მეტიც, საჯაროდაც აღიარეს, რომ რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას. ხედავენ, როგორია არჩევნების შედეგები. ხვალ რომ ჩატარდეს ერთ თვეში, ორ თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თეორიულად, ჩვენ ავიღებთ კონსტიტუციურ უმრავლესობას. ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რაც მათ არ აწყობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონაც აღიარებენ, რომ მათ ინტერესებში საერთოდ აღარ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამის მიუხედავად, სუბიექტური თეორიული ინტერესის მიუხედავად, კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 2028 წლის 28 ოქტომბერს,”- განაცხადა პრემიერმა.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:19

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალა