პოლიტიკა
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები.
ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობისა, თუ რევოლუციების მოწყობის პრობლემებს ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, ეს კანონები ხვალვე გააუქმოს, თუმცა უნდა მოხდეს შეთანხმება, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოგვარდეს, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვედრებზე ვუთხარით, რომ ჩვენი თვითმიზანი არცერთი კანონის მიღება არ არის, კანონებს იმის გამო ვიღებთ, რომ ვხედავთ, პრობლემებია – რადიკალიზაციის, დემონსტრაციების ძალადობრივ რეჟიმში გადასვლის და დამხობის თუ რევოლუციების მოწყობის. ჩვენ კანონები სწორედ ამიტომ მივიღეთ. მზად ვართ, ეს კანონები ხვალვე გავაუქმოთ, ოღონდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ უნდა მოგვცენ გამოსავალი, როგორ შეიძლება, ის პრობლემები მოვაგვაროთ, რის გამოც იყო ეს კანონები მიღებული. მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. კანონებს მაშინ გავაუქმებთ, როცა ეს პრობლემები საქართველოში აღარ იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22
სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:19

