უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2025 15:26
font-size

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დაიხევს“.

„28 ნოემბერი იქცა დღედ, როცა არალეგიტიმურმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს. ერთი წლის წინ რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ნათლად დაგვანახვა, რამდენად შორს არის ხელისუფლების ინტერესები საზოგადოებრივ ნებასთან, ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებასა და ჩვენს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კურსი – ეს არის ეროვნული არჩევანი, ღირსების საკითხი და თაობების სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, განვითარებულ და ღირსეულ სახელმწიფოში. ამიტომ ჩვენ 28 ნოემბერს შევიკრიბებით კიდევ ერთხელ, რათა ხმამაღლა ვთქვათ მთელი მსოფლიოს გასაგონად: საქართველო არ დაბრუნდება რუსეთისკენ, ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს შეეგუება კრემლის მმართველობას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ამას ვერავინ შეცვლის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ამ შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დაიხევს. ჩვენ ვერც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის და პარტიის გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ და ზეწოლამ გაგვტეხა, შეგვაშინა. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:19

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალა