უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 15:10
font-size

2016 წელს მომართვიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ გასულ წელს მომართვიანობის რეკორდული მაჩვენებელი, 8.827 განცხადება/საჩივარიაა დაფიქსირებული. ანგარიშიდან გამომდინარე, ამ დროისთვის 7 196 განცხადებაზე/საჩივარზე მუშაობა დასრულებულია.

ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატმა გასცა 77 რეკომენდაცია, სადაც 39 % შესრულდა, ხოლო 10 % ნაწილობრივ შესრულდა.

„ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა ბევრია, სულ 77-ია. რაც შეეხება შესრულებას, 39% იყო შესრულებული წლის ბოლოს, რეკომენდაციების 10% კი ნაწილობრივ შესრულდა. რეკომენდაციების საკმაოდ დიდი ნაწილია, სადაც გვქონდა შუალედური პასუხი და იყო დაპირება, რომ შესრულდებოდა. წელს რთულია რომელიმე კონკრეტული უწყების დასახელება, რომელიც ასრულებდა ან არ ასრულებდა რეკომენდაციებს, ყველაზე ბევრი, 18 რეკომენდაცია პროკურორატურის მიმართ გაიცა, საიდანაც 15 შესრულდა“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

2016 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე 2 559 ზარია შემოსული, ასევე შედგა 337 ოქმი, რომელთაგან 167 შეტყობინება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სავარაუდო უფლებადარღვევას ეხებოდა.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი