უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2018 12:20
font-size

2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2017 წელს წითელას შემთხვევების ზრდა დააფიქსირა.

უწყების ცნობით, 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, აქედან აჭარის რეგიონზე 86 შემთხვევა მოდის.

ავადობის 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო 1 წლამდე ბავშვების ავადობის წილი 19.5%-ს შეადგენს, 100000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, წითელათი ძირითადად ბავშვები ავადდებიან, თუმცა რისკის ქვეშ შეიძლება მოიქცეს ნებისმიერ ასაკის ადამიანი, თუკი მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს.

ცენტრის ინფორმაციით, წითელას აფეთქება ბოლოს 2013-2015 წლებში აღინიშნა. მაშინ 11 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

„წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიკური გამონაყარითა და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.

საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა, 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში) და გარდაცვალების 9 შემთხვევა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000-ზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. წითელას ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამისა და 2008 წელს წითელას საწინაარმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ კი, არაიმუნური ფენის დაგროვებას უმცროსი ასაკის ბავშვებში გეგმური ვაქცინაციით არასათანადო მოცვის გამო“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ავადობის მაღალ რისკჯგუფში ხვდებიან აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, და არავაქცინირებული ორსული ქალები.

ცენტრის მტკიცებით, „დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით: ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი