უკან

საზოგადოება

31 მარტი, 2025 18:51
font-size

2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შეადგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.

2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 4.4% შედგინა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ განაპირობა. კერძოდ, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა. ასევე კვლავ მაღალი ტემპით იზრდება, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები და 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 16.1 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.6 პროცენტით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად – 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 6.3 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა, 2024 წლის მდგომარეობით, მშპ-თან 3.9 პროცენტს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის – „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“ – შესაბამისად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10 ოქტომბერი, 2025 , 10:46

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUS

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10 ოქტომბერი, 2025 , 09:49

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები დილის 4:13 წუთზე, ცაგერში, სოფელ

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა&l

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაშ

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.