უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 აგვისტო, 2024 12:35
font-size

2024 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ივლისში იმპორტი 7.2%-ით გაიზარდა და 1,420.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2024 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9,034.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. 2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1.6%-ით გაიზარდა და 12,564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2024 წლის იანვარ-ივლისის სავაჭრო დეფიციტმა 5,504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 301.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2023 წელს ექსპორტი 9.0 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ

იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 7.2 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 აგვისტო, 2024 , 12:24

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პრო

2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა - საქსტატი

15 აგვისტო, 2024 , 14:47

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია გამოვლინდა

1 აგვისტო, 2024 , 12:49

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე