უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივლისი, 2025 12:42
font-size

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 25.5 მლრდ აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 25.5 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 70.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 74.2 პროცენტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 300.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული და სხვა ცვლილების გამო ვალი, შესაბამისად, 19.1 და 91.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების გამო, შესაბამისად, 29.2 და 381.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 30.4 მლრდ ლარი, რაც მშპ-ის 32.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 24.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 822.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 449.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.6 პროცენტი). სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.6 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი; მშპ-ის 25.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ის 14.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 7.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 36.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 38.7 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.7 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 19.4 პროცენტია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

9 დეკემბერი, 2025 , 11:55

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024

ინტენსიურად განვიხილავთ სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას და გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს - ინგა ფხალაძე

5 დეკემბერი, 2025 , 12:33

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა

მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს - ირაკლი კობახიძე

1 დეკემბერი, 2025 , 11:46

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის - 7.2 %

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 ნოემბერი, 2025 , 12:19

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვ

მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილა

27 ნოემბერი, 2025 , 13:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს, ფილიპ ტაბაროს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებუ

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:20

თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე „Georgia: Nexus for Investments“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებ