უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ივნისი, 2025 12:51
font-size

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის პირველ კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი), განათლება (27.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი).

საკვანძო სიტყვები:

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მილიარდი აშშ დოლარია - ეროვნული ბანკი

30 სექტემბერი, 2025 , 17:21

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 72.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა

18 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქ

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.8 პროცენტით გაიზარდა

15 სექტემბერი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდი

საქართველოში შვიდ თვეში ეკონომიკა რვა პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 აგვისტო, 2025 , 11:31

2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავ

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 18.6 პროცენტით შემცირდა

18 აგვისტო, 2025 , 11:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6 პროცენ

საქართველოში ექვს თვეში ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 ივლისი, 2025 , 12:17

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით გ