უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აპრილი, 2017 12:30
font-size

209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით - ლევან იზორია

არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის უწყებაში გატარებული ოპტიმიზაციაზე საუბრისას.

„პირველ რიგში, გენშტაბით დავიწყეთ, შემდეგ შეირაღებული ძალებით. გენშტაბში იყო გარკვეულ მიმართულებებში რამდენიმე დეპარტამენტი და ვთქვით, რომ ეს დაგვეყვანა სტანდარტამდე - ყოფილიყო სამი დეპარტამენტი და თითოეული დეპარტამენტის ფარგლებში ორი ან სამი სამმართველო. ასევე, გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში. ვიცი, რომ კითხვები იქნება, ოპოზიციისგან ხშირად მსმენია ეს კრიტიკა, თითქოს ბრიგადებს ვშლით.

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა - არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, მუშაობდა დაახლოებით 18-19 წელი და მეტი უკვე. ზოგი თავისი ნებით წავიდა, ხოლო ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით, რითაც დავაფასეთ მათი სტაჟი და დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამის ვალდებულება მინისტრს არ ჰქონდა. ზოგმა თქვა, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვაძალებდით ამ გადაწყვეტილების მიღებას. 153 იყო დამატებით მსურველი, ვისაც უნდოდა კომპენსაციის მიღება. ლოგიკურად როგორ შეიძლება დაძალების სურვილი ჰქონდეს კაცს და რიგში იდგე ამ „დაძალების“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა მახინჯი სისტემა - ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობების, სადაც არავითარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული.

„ასეთი ადამიანების რაოდენობამ თავდაცვის უწყებაში მიაღწია 3 200-ს, რაც არის უპრეცედენტო. ეს სისტემა იყო აღმოსაფხვრელი და ვარსკვლავიანი ინსტიტუტის გაუქმება მოხდა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი