უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2017 14:10
font-size

2.5 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მაღალი კორუფციული რისკი გამოვლინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დაკვირვება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდს ეხება. ანგარიშის ავტორების თქმით, გაზრდილია გამარტივებული შესყიდვების წილი, ასევე გამოვლინდა მაღალი კორუფციული რისკები, რაც უკავშირდება მსხვილ კონტრაქტებს ახლადდაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიახლოებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან.

ანგარიშის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების კუთხით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა 2.5 წლის განმავლობაში:

დაკვირვების პერიოდში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, ხოლო 2016-ში ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%-ს მიაღწია.

ახალდაფუძნებულ კომპანიებთან 95 მლნ ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულება დაიდო. აქედან 345 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას ან ის კომპანია ხელსეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო შექმნილი.

140-მდე პირმა, რომელიც 150-მდე კომპანიასთან იყო დაკავშირებული (ყოფილი ან მოქმედი მეწილე/დირექტორი) ასევე შესწირა 6 მილიონ ლარამდე თანხა მმართველ პარტიას. ჯამურად მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი ლარია.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, 50-ზე მეტ შემსყიდველს თითქოს გამარტივებული შესყიდვებით საერთოდ არ უსარგებლია, რაც ანგარიშის ავტორებს აფიქრებინებს, რომ უწყებაში შეგნებულად მალავენ ინფორმაციას. მათ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან ტენდერები იძებნება, გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებები კი პორტალზე არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემას წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებულ 2 400-ზე მეტ ორგანიზაციას არცერთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ტენდერის გზით და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობდნენ.

რაც შეეხება ტენდერებს, ორგანიზაციამ ყურადღება შემდეგ ფაქტებზე გაამახვილა:

ტენდერის გზით 6.1 მლრდ ლარის ღირებულების 66 639 ხელშეკრულება დაიდო ( ყველაზე მსხვილმა 31-მა კომპანიამ 1.36 მლრდ ლარის ღირებულების 1 629 ხელშეკრულება გააფორმა). კონტრაქტების ღირებულებით პირველ ადგილზე გავიდა „ბლექს სი გრუპმა“, რომელმაც დაახლოებით 89 მლნ ლარის ღირებულების 19 ხელშეკრულება გააფორმა. მეორე ადგილს კი „საბა კონსტრაქშენი“ იკავებს 83 მლნ ლარის ღირებულების 20 ხელშეკრულებით.

1 849 ახალდაფუძნებულ კომპანიასთან 200.3 მლნ ლარის ღირებულების 6 946 ხელშეკრულება დაიდო (ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობის 10%).

80-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა (მოქმედი ან ყოფილი მეწილე ან დირექტორი) 90-მდე პირმა მმართველ პარტიას დაახლოებით 3.6 მლნ ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 360 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 1 600 სატენდერო ხელშკრულება მიიღეს.

82 უცხოურ კომპანიასთან ტენდერების გზით სულ 247.4 მლნ ლარის ღირებულების 175 ხელშეკრულება გაფორმდა (ტენდერების ჯამური ღირებულების 4%).

ტენდერებში კონკურენცია დაახლოებით 10%-ით გაიზარდა - 2015 წელს ტენდერში მონაწილეთა საშუალო მაჩვენებელი 2.03-ს შეადგენდა, 2017 წლის 6 თვის მდგომარეობით ის 2.22-მდეა გაზრდილი. თუმცა, დაბალი კონკურენცია კვლავ პრობლემად რჩება - მაგალითად, თიანეთის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერს, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ტენდერების 66%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა;

გამოცხადებული ტენდერების 71%-ში ხელშეკრულება დაიდო, 29 %-ის შემთხვევაში კი ტენდერი არ შედგა;
66 მლნ ლარის ღირებულების 1 136 ხელშეკრულება არ შესრულდა (მთლიანი ტენდერების 1%).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები შევიდა, თუმცა რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს. მაგალითად, კანონმდებლობაში ფორს-მაჟორის ცნების შემოტანა და სანქციების შემოღება გამარტივებული შესყიდვის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის. ორგანიზაცია ურჩევს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შეისწავლოს ჩაშლილი ტენდერების მაღალი წილით გამორჩეული შემსყიდველები, რათა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები დაადგინოს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

„გამჭვირვალობა“ ასევე მიმართავს სააგენტოს, შეისწავლოს დაბალკონკურენტული ტენდერები, რათა გაარკვიოს, რითი არის ეს განპირობებული და მიიღოს შესაბამისი ზომები. ასევე დაინტერესდეს იმ საჯარო უწყებებით, რომლებსაც ტენდერით არცერთხელ არ უსარგებლიათ ან გამარტივებული შესყიდვების განსაკუთრებით მაღალი წილით გამოირჩევიან.

ანგარიშის ავტორების შეფასებით, პრობლემურია გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის სრულად და დროულად ხელმწისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, რაც გამოსასწორებელია.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი