სამართალი
35 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე კლინიკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ნაძალადევში დღეს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობდა, კლინიკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მცირე გარეგანი დაზიანებები ჰქონდა და ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. ამასთან, მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავემ კლინიკა უკვე დატოვა და ის სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ნაძალადევში, ე.წ. კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ორ ნასვამ მამაკაცს შორის მოხდა, რა დროსაც 35 წლამდე მამაკაცი ჭრილობები ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
ნინო ექვთიმიშვილი