უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 ნოემბერი, 2019 17:25
font-size

$ 4 348 400 000 - აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაში

$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) - ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-გან 28 წლის განმავლობაში მიიღო.

1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით, სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ ინფორმაცია, „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშშია საუბარი.

CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის,საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.

1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში, საშუალოდ, $96 მილიონია.

დეკადის ბოლო ნაწილში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზრადა - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის; ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.

2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, $135 მილიონი.

2005 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველო, იემენთან და ფილიპინებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.

2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ 1,4 მილიარდი დოლარი იყო.

ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ, $60 მილიონი იყო. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5 წლიანი გრანტი, $140 მილიონის ოდენობით გამოუყო. გრანტი ძირითადად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.

2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის, $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა, რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, გაორმაგებული დახმარება განსაზღვრა.

„CRS”-ს ევროპის საქმეთა სპეციალისტის, კორი უელტის ანგარიშში - „საქართველო: ფონი და შეერთებული შტატების პოლიტიკა,“ ორი ქვეყნის ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტია მიმოხილული. ამასთან ერთად, ანგარიშში საუბარია საქართველოს უახლოესი წარსულის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, რუსული ოკუპაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობების შესახებ.

წყარო: ამერიკის ხმა

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი