უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 მარტი, 2024 13:59
font-size

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

„იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომლებიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ის სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში, აშშ-ის საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა, უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის

11 სექტემბერი, 2024 , 13:25

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ის X-ზე წერს. როთი საქართველოში 16-18 სექტემბერს ჩამოვა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება. "მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკ

ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა - CNN

11 სექტემბერი, 2024 , 12:04

ამომრჩევლებმა, რომლებმაც სამშაბათს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველ სატელევიზიო დებატებს უყურეს, CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის

ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია

9 სექტემბერი, 2024 , 10:11

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. ამის შესახებ სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ახლად დანიშნული მინის

არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

5 სექტემბერი, 2024 , 18:49

არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

5 სექტემბერი, 2024 , 16:25

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას ხმა 258-მა დეპუტატმა მისცა. სიბიგა მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდ

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო, 2024 , 10:43

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.  "ენერგოდარი. ნიკოპოლიდან დაფიქსირდა, რომ რუსმა