უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება - ირაკლი კობახიძე
დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, თუმცა პრევენციული ზომებისა და შემდეგ საპოლიციო ძალების უაღრესად ეფექტიანი მოქმედების შედეგად რევოლუციის მეხუთე მცდელობის თავიდან აცილება მოხდა.
„ერთი შეხედვით მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ისე იყო ჩვენი მხრიდან ვითარება შემზადებული, ისეთი პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ გაუმარტივდა საბოლოო ჯამში საპოლიციო ძარებს რეაგირება იმ უმძიმეს ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს, მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

