საზოგადოება


8-11 ივნისს „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა
8-11 ივნისს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა. კვირეული სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების, „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
9 ივნისს, 17:00, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ.
10 ივნისს ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.
11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცამათ.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20