უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 იანვარი, 2017 14:50
font-size

80 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გაზპრომთან’’ გაფორმებული ხელშეკრულებისთვის გრიფის მოხსნას მოითხოვს

80 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ ,,გაზპრომთან’’ გაფორმებულ ხელშეკრულებას გრიფი მოეხსნას.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექპორტთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგად შეათანხმა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,გაზპრომ ექსპორტთან“ დასადები ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, ქვეყანა რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის სანაცვლოდ ვეღარ მიიღებს გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს და ვერც მის შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას.

მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება, მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებულიტრანზიტით მიღებულ სარგებელს, როგორც ეკონომიკური ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთანავე, საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე.

ამ ხელშეკრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურად იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც არსებულ სარგებელთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ახალი მიდგომა ასევეამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალში ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა კიდევ მეტ დათმობაზე.

ახალი შეთანხმებით, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი განცხადების საფუძველზე გახდა ცნობილი, შესაძლებელია რუსეთისგან 1000 კუბური კვ. მეტრი გაზის შესყიდვა 185 დოლარად, ოღონდ ე.წ. „სოციალური“ სექტორისათვის და მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ეს შედარებით შეღავათიანი ფასი მხოლოდ ორი წლით არის ხელშეკრულებით გარანტირებული, მომავალში კი, სავარაუდოდ, რუსეთი გაზრდის ამ ფასს, მით უმეტეს, რომ საქართველოს აღარ რჩება არავითარი ბერკეტი იმისთვის, რომ ევაჭროს მას ამ თემაზე.

გაზის ტრანზიტის პირობების გადახედვის მოთხოვნას რუსეთის მხარე შარშანაც აყენებდა, თუმცა მაშინ, მოხერხდა ამ საკითხის ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ ძველი ხელშკრულების პირობებს წლების მანძილზე ვინარჩუნებდით და აქამდე, მათი გადახედვის პროცესში ქართული მხარე უფრო წარმატებული იყო.

ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, განსაკუთრებით როდესაც ეს უკავშირდება რუსეთის ფედერაციას - საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოს, გაზსადენთან და გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს კომერციული საიდუმლოების გრიფი.

გვჯერა, რომ ,,გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ახალი სატრანზიტო ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს საკითხს, ის ფართოგაგებით ეროვნული უსაფრთხოების თემის ნაწილია. ამიტომაც,შეთანხმების მომზადებისას უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ექსპერტულ და აკადემიურ წრეებთან ფართო კონსულტაცია, პროცესი უნდა წარმართულიყო გამჭვირვალედ, და მთავრობას არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ,სახეზეა უპასუხისმგებლო, ჩვენთვის მიუღებელი მიდგომის მაგალითი. დარწმუნებული ვართ, რომ მოლაპარაკებების წარმართვისას ყველა არსებულიპოლიტიკური, საზოგადოებრივი და პროფესიული რესურსის გამოყენება შესაძლებელს გახდიდა ასეთი შედეგის თავიდან აცილებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომის წევრი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

- მოეხსნას კომერციული საიდუმლოს გრიფი საქართველოს მთავრობასა და ,,გაზპრომ ექსპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და გასაჯაროვდეს ინფორმაცია მოლაპარაკებების და მათი შედეგების შესახებ;

- შედგეს საპარლამენტო განხილვა აღნიშნულ საკითხზე და ენერგეტიკაში რუსეთთან ურთიერთობების თემაზე;

- გადაიხედოს სექტორის მართვის არსებული პრაქტიკა და შემუშავდეს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება მიმართული იმპორტირებული, მათ შორის არამეგობრული სახელმწიფოებიდან იმპროტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე;

- დაჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში ევროპული ინტეგრაციის და ენერგეტიკული გაერთიანების ფორმატში რეფორმის გატარების პროცესი, რაც შექმნის მეტი გამჭვირვალობის, პროფესიული ზრდის და მეტი საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის წინაპირობებს;

- მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ზემოთ აღნიშნულ პროცესებში’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 80 არასამთავრობო ორგაზაცია, მათ შორის არიან: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და სხვები.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი