უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2018 16:30
font-size

აბაზოვს პორვოკაცია მოუწყვეს - მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მიმართავენ შალვა თადუმაძეს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართეს, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აბაზოვს პორვოკაცია მოუწყვეს, ხოლო მარნეულის ყოფილი მერის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ა. „ვიღაცაზე მუშაობდა“, ოღონდ ამის დასადგენად მტკიცებულებების მოძიებაა საჭირო.

„ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

აბაზოვის მეორე ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა აბაზოვის საქმეზე 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელა. ადვოკატების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციასა და ნეპოტიზმს, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.

„ორი თვის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვება. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ამ ორი თვის განმავლობაში ვერ დაადასტურა თემურ აბაზოვის მიმართ რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებით, რომ რასაც ედავებიან აბაზოვს, ეს შესაძლოა, მის მიერ იყოს ჩადენილი. ამიტომ, დაცვის მხარეს გარკვეულწილად შიშიც გაგვიჩნდა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასწორი ან ე.წ. ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

ჩვენ დავინტერესდით ასევე იმით, მერობის პერიოდში რით იყო აბაზოვი დაკავებული, მერობის დროს მასთან კონფლიქტში ხომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი მერობა არ მოსწონდათ. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც აბაზოვი მერი გახდა, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციასა და ნეპოტიზმს. ეს არის გამოკითხვაში დაფიქსირებული ადამიანების პოზიცია. ამ ადამიანების ინფორმაციით, კანონის ფარგლებში ხდებოდა ყველა გადაწყვეტილების მიღება მერის მხრიდან. ამ სიტუაციაში შესაძლოა, ძალიან ბევრი დაპირისპირება ყოფილიყო მერთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ისინი, ვისაც მარნეულში თავიანთი ძალების მობილიზება სურდა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც მამაკაცს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“. აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი