უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2019 11:25
font-size

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს.

დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, ქალაქებში - სენაკსა და ბათუმში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება.

საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

ქალაქ სენაკში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

1. მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ);
2. მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ).

ქალაქ ბათუმში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

3. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების
ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);
4. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის
ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
5. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
6. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
7. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ);
8. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ);
9. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ);
10. ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ).

უწყების მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26 % სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული. საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის
გასაუმჯობესებლად.

სამინისტრომ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებას ემსახურება.

2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი