უკან
პოლიტიკა
22 ნოემბერი, 2016 18:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფიგნზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღად 2016 წლის 28 ნოემბერი განსაზღვრა. აღნიშნული განკარგულება კონტრასიგნაციისთვის საქართველოს მთავრობას დღეს გადაეგზავნა“,-აღნიშნა მიშველაძემ.
მონიკა დავლიანიძე