უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
13 აპრილი, 2017 18:15
ადამიანის ორგანიზმში ბრმა ნაწლავს უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე მომავალში პრეზიდენტს ექნება - დიმიტრი ლორთქიფანიძე
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული ვერსიით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მკვეთრადაა შემცირებული.
„ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა, ბრმა ნაწლავს უფრო მეტი დადებითი ფუნქცია ჰქონდეს, ვიდრე მომავალში პრეზიდენტს ექნება, წარმოდგენილი კონსტიტუციის ფარგლებში. პრეზიდენტი ვეღარ ისარგებლებს საკუთარი სათათბირო ორგანოს ფუნქციით, და, როგორც ჩანს, ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა სუბიექტური აღქმის საგანი იქნება მისთვის, სხვაზე უნდა იყოს დამოკიდებული მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. პირი, რომელიც აქამდე უფლებამოსილი იყო, რომ დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაში, უზენაეს სასამართლოში წარედგინა 3 წევრი, მას ეს უფლებაც ერთმევა“,- განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა.
ანა მებურიშვილი