უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2018 17:15
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა პროექტი „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დაასრულა არტ-თერაპიის ოთხთვიანი პროექტი.

დღეს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, ქცევა და ინტერესი.

,,თიხაზე მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის - შშმ პირებს, ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა - კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტ-თერაპიის კურსს.

პროექტის მიმდინარეობისას პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, თიხის ამოსაყვანი მოწყობილობა - დგინი, ერთი წლის სამუშაოსთვის სამყოფი თიხა, კერამიკული საღებავები და სხვა ნივთები, რაც საჭიროა არტ-ტერაპიის ხანგრძლივი ვადით გასაგრძელებლად“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 აპრილს 13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა) გაიმართება პროექტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი