უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2020 13:05
font-size

ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.

მათივე ცნობით, აღნიშნული დეფიციტური პროდუქციის წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

ასევე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს საქართველოში წარმოებული პირბადეების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადეები წარმოადგენს დეფიციტურ პროდუქტს. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალიან ოპერატიულად გაუწია ორგანიზება პირბადეების ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას. პირბადეები მზადდება დოლბანდისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია შეთანხმებული და დამტკიცებულია დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაცილებით აჭარბებს მოწოდებას ბაზარზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვირუსთან ბრძოლაში. საუბარია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი